მედჯორჯიას შესახებ
სანდო პარტნიორი დასაქმების და სოციალური ადაპტაციისთვის გერმანიაში
ჩვენი კომპანია არის გერმანელი და ქართველი პარტნიორების კავშირი 2019 წლიდან, რომელიც ეწევა ენის შესწავლას, სამუშაოს ძიებას,დოკუმენტაციას მოწესრიგებას და საცხოვრებლით უზრუნველყოფას სამედიცინო პერსონალისთვის გერმანიაში.
ქართული მხარე პასუხისმგებელია პერსონალის შერჩევაზე და მათ თანხლებას ენის შესწავლის მომენტიდან – “თვითმფრინავის ტრაპამდე”.
გერმანიის მხარე პასუხისმგებელია სამუშაოს შერჩევაზე, აუცილებელი დოკუმენტების მომზადებასა და ლეგალიზაციაზე, საცხოვრებლის შერჩევასა დასამედიცინო დაზღვევაზე გერმანიაში. თქვენ შეგიძლიათ დაეყრდნოთ ჩვენს მხარდაჭერას თქვენი შრომითი ხელშეკრულების დასრულებამდე საზღვარგარეთ ცხოვრების დროს ყველა სფეროში..